მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი "ისლამიური სახელმწიფოს" წევრი გახდა


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტაილანდურ კრივში ვალდეტ გაში (Valdet Gashi) ტერორისტული ორგანიზაციის “ისლამური სახელმწიფოს” წევრი გახდა.  ბოლო ორი თვის განმავლობაში სპორტსმენს ტაილანდში უნდა ევარჯიშა, მაგრამ ის სავარჯიშო ბაზაზე არ გამოცხადებულა. ამის მაგივრად ვალდეტ გაში სირიაში გაემგზავრა, ეს ინფორმაცია  თვითონ გაშიმ დაადასტურა და ისლამისტების მიმართ საკუთარი სიმპატიაც აღიარა. აღსანიშნავია, რომ სირიაში ჩასვლამდე სპორტსმენმა შვეიცარიაში მორწმუნე მუსლიმებისთვის სპორტული დარბაზი გახსნა, სადაც აკრძალულია მუსიკა,  უცენზურო სიტყვები და ასევე ქალების წევრობა.

28 წლის ვალდეტ გაში კოსოვოს მკვიდრია, მაგრამ ამჟამად გერმანიის მოქალაქეა, სადც 13 წლიდან ცხოვრობს. 21 წლის ასაკში მან პროფესიონალურ სპორტულ კარიერას მიჰყო ხელი, 7 წლის განმავლობაში 150 მეტი შეჯიბრი ჩაატარა, გახდა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონი.
ერთი თვის წინ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა რიგებში ტაჯიკეთის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურიც  გულმუროდ ხალიმოვი ამოიცნეს, რომელიც ვიდეომიმართვაში  თავის გადაწყვეტილებას ტაჯიკეთის შსს–ში არსებული უწესრიგობით, პარასკევის ლოცვის შესრულების შეუძლებლობითა და ტაჯიკურ–რუსული და რუსულ–ამერიკული ურთიერთობების უკმაყოფილობით ხსნიდა.