ზოოპარკის დირექტორის განცხადებით მტაცებელი ცხოველების ლიკვიდაციის ბრძანება გაცემული არ ყოფილა

თბილისის ზოოპარკის გენერალური დირექტორი ზურაბ გურიელიძე მტაცებელი ცხოველების ლიკვიდაციის ფაქტს გამოეხმაურა. გურიელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ცხოველები თავს ესხმოდენ ადამიანებს, მაშინ მათი ლიკვიდაცია გამართლებული იქნებოდა. გურიელიძე არ გამორიცხავს, რომ შექმნილი მდგომარეობით ვინმეს ბოროტად ესარგებლა.”იმ შემთხვევაში თუ მტაცებელი თავს ესხმოდა ადამიანს, მაშინ ეს გასაგებია, თუმცა, ძალიან ბევრი რამ გარკვევას მოითხოვს. მე არ მინდა ნაჩქარევი კომენტარი გავაკეთო. ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ბრძანება გაცემული არ ყოფილა. შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ბოროტად ისარგებლა,”-განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.

image_pdfimage_print

Comments

comments