“შევევედით, თუ არა მოულოდნელად გადმოხტა რაღაც”… რას ჰყვება თვითმხილველი

ვეფხვი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ადამიანს თავს დაესხვა, რის გამოც 40 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ–ერთი მუშა, რომელიც უბედურ შემთხვევას შესწრო აცხადებს, რომ ვეფხვი მუშას თავს მოულოდნელად დაესხა.  სამაშველო სამსახური, კი შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა და შემთვევიდან 10 წუთში გამოცხადდა.

„ეს დღეები გასაგები მიზეზების გამო არ გვიმუშავია, დღეს გaმოვედით სამუშაოდ.  შევედით თუ არა საწყობის ტერიტორიაზე მოულოდნელად გადმოხტა რაღაც და წინ მიმავალს დაეცა, უცებ ვერც მივხვდი რა იყო… მე რომ წავსულიყავი წინ, მე გავხდებოდი ვეფხვის მსხვერპლი.
გული მიკვდება, გონზე არ ვარ, ამას რას მოვესწარი. დახმარებას ითხოვდა, მაგრამ შიშველი ხელით რას გავაკეთებდით. დავრეკეთ სასწრაფოში, სამაშველო სამსახურში, სადღაც 10 წუთში მოვიდნენ, რატომ არ უნდა ყოფილიყო იმ ტერიტორიაზე ეს სამსახურები მობილიზებული?! რატომ ამბობდნენ, რომ მატაცებლები გარეთ აღარ არიანო?! ან ეს ტერიტორია აქამდე არ უნდა შეემოწმებინათ?! – ვინ გასცემს დაღუპულის ცოლ-შვილს პასუხს?! თვალებიდან არ ამომდის, როგორ ეჯდა ადამიანს ვეფხვი ზედ“…

image_pdfimage_print

Comments

comments