პრემიერი: იმედი მაქვს, მართლმსაჯულება აღდგება და კიდევ ერთხელ იზეიმებს სამართლიანობა

პრემიერი: იმედი მაქვს, მართლმსაჯულება აღდგება და კიდევ ერთხელ იზეიმებს სამართლიანობა
პრემიერი: იმედი მაქვს, მართლმსაჯულება აღდგება და კიდევ ერთხელ იზეიმებს სამართლიანობა
იმედი მაქვს, მართლმსაჯულება აღდგება და კიდევ ერთხელ იზეიმებს სამართლიანობა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დასაწყისში აღნიშნა, მისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ პროკურატურამ გირგვლიანის საქმე გამოიძია.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარული მოსმენების ე.წ გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტმა გუშინ სახელმწიფოებრივად სწორი, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.
„მიმაჩნია, რომ ეს იყო ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ და იმედი მაქვს, ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments