რუსეთი „სახმრეთ ოსეთთან“ ხელშეკრულებას 2015 წლის დასაწყისში გააფორმებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთწოდებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმებას, მოსკოვი ცხინვალთან 2015 წლის დასაწყისში გააფორმებს.
განცხადება ამის შსახებ „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.„აფხაზეთთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მსგავსად, რუსეთთან მოკავშირეობას ცხინვალიც აპირებს, თუმცა ჩვენი დოკუმენტი ბევრად უფრო ინტეგრირებული ხასიათის იქნება“ – განაცხადა ბიბილოვმა.
რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის შესახებ” ე.წ. შეთანხმებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს.ხელმოწერიდან მეორე დღესვე, „სამხრეთ ოსეთის მთავრობამ“, რუსეთს მსგავსი ხელშეკრულების ცხინვალთან გაფორმების თხოვნით მიმართა.

image_pdfimage_print

Comments

comments