საქართველოს პირველი ლედი ძეგვის თავშესაფარს ესტუმრა

“სასწავლო ცენტრი პირველ ლედისთან ერთად დავათვალიერეთ, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარადაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადამიანები ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას, რომელიც მათ მომავალში დასაქმების პერსპექტივას უქმნის. ბუნებრივია ასეთ ინიციატივას პრეზიდენტი მხარს უჭერს და მიესალმება სამომავლოდ მის კიდევ უფრო გაფართოებას “- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი აბაშიშვილმა წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ძეგვის თავშესაფარის სტუმრობისას.  სასწავლო ცენტრი მოინახულეს. ცენტრი, პროექტის – „გაძლიერდი და შეცვალე” – ფარგლებში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თავშესაფრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

217050

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და გიორგი აბაშიშვილი   სასწავლო პროცესს დაესწრნენ და თავშესაფრის მცხოვრებთა მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს. პირველი ლედი გაესაუბრა მოწაფეებს და მოისმინა თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ სასწავლო ცენტრს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ასეთ პროექტებში, როგორც სახელმწიფო ასევე თითოეული ჩვენგანი. რადგან არიან ადამიანები ვინც საჭიროებს ჩვენს დახმარებას. ეს არის საუკეთესო საშუალება იმ ადამიანების გამოვლენისათვის, ვისაც აქვს უნარი იმუშაოს და თავისი შრომით არჩინოს ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ოცი ადამიანი, რომელიც მომავალში დასაქმდება, ახლა სწავლის პროცესშია და მათ აქვთ ყველა საჭირო ინვენტარი ტირხრული მინანქრის ხელობის შესასწავლად. იმედი მაქვს მომავალში მსგავსი ტიპის პროექტების განხროციელებას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ,”- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ცენტრში მოწაფეები ჭრა-კერვისა და ტიხრული მინანქრის ხელობას ეუფლებიან. სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა შემდგომ დასაქმებასაც.

 

image_pdfimage_print

Comments

comments