გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე ამ კანონებს ვადებთ ვეტოს”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი 73 დეპუტატის მხარდაჭრით გუშინ დაამტკიცა. კანონპროექტს წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანოს 30 წევრი წავიდა.

image_pdfimage_print

Comments

comments