ნავთობზე ფასი კვლავ ეცემა

ნავთობის მოსოფლიო ფასები ვარდნას განაგრძობს და ახალი მინიმუმების რეკორდს ამყარებს: ლონდონის ბირჟა ICE-ზე, ბოლო ვაჭრობის შედეგად, Brent-ის ღირებულება ბარელზე $72,58 დოლრამდე შემცირდა, რაც 2,56%-იან ვარდნას ნიშნავს.
ასევე გაიაფდა WTI-ის მარკის ნავთობი, რომლის მინიმალურმა ფასმაც ვაჭრობის მიმდინარეობისას 65,85 დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი 66,06 დოლარამდე ავიდა.
ნავთობის გაიაფება აისახა Exxon Mobil-ის კოტირებებზე 27 ნოემბრის სესიის დასაწყისში, როდესაც მისი აქციები წინა დღესთან შედარებით 4 პროცენტით გაუფასურდა. Chevron-ის აქციებმა 5,5%-ით დაიკლო, ხოლო СonocoPhillips-ისამ 6%-მდე ვარდნა განიცადა. ასევე გაიაფდა Marathon Oil-ის და Occidental Petroleum-ის აქციები. შედეგად ამ კორპორაციების ჯამური ღირებულება თითქმის 41,5 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ამ კვირის ბოლო ვაჭრობის წინა დღეს ნავთობის 12 ექსპორტიორი ქვეყანა ვერ შეთანხმდა მოპოვების კვოტების შემცირებაზე და ის დღეღამეში 30 მილიონი ბარელის დონეზე დატოვა.
ექსპერტების აზრით, ნავთობის ღირებულების შემცირება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ამერიკის ეკონომიკის ზრდაზე. Rockwell Global Capital-ის მთავარი საბაზრო ეკონომისტის პიტერ კარდილოს შეფასებით, ნავთობის გაიაფების რეალურ ეფექტს უკვე მომავალი კვირიდან დავინახავთ. ის გაკვირვებულია „ოპეკის“ გადაწყვეტილებით და მას გეოპოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს.
ნავთობის მკვეთრ გაიაფებას განსაკუთრებული შეშფოთებით ადევნებენ თვალს რუსეთში, სადაც ფასების 70 დოლარის ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში საბიუჯეტო პრობლემები გარდავლად მიაჩნიათ.

image_pdfimage_print

Comments

comments