ანგელა მერკელი: პირადად ჩემთვის ქორწინება არის კაცისა და ქალის თანაცხოვრება. ეს არის ჩემი კონცეფცია, თუმცა…

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერი მხარს უჭერს ერთი სქესის წყვილთათვის თანაბარ შეღავათებს, როგორებიც გადასახადების შემსუბუქებაა. მისივე თქმით, აუცილებელია დისკრიმინაციის “აღმოფხვრა”, მაგრამ ამავე დროს “განასხვავებს” სამოქალაქო პარტნიორიობას ქორწინებისგან.

“მე ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ: მახსოვს 25 წლის წინ, ხალხი ვერც კი ბედავდა იმის თქმას, რომ გეი ან ლესბოსელი იყო. პირადად ჩემთვის ქორწინება არის კაცისა და ქალის თანაცხოვრება. ეს არის ჩემი კონცეფცია, თუმცა მე სამოქალაქო პარტნიორობასაც ვუჭერ მხარს”, – განუცხადა მერკელმა გამოცემა Huffington Post-ს.

გარდა ამისა, ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქორწინება ზედმიწევნით უნდა განიმარტოს, როგორც ურთიერთობა კაცსა და ქალს შორის.

“მე ვემხრობი სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრირებას. მე ვეწინააღმდეგები საგადასახადო კანონმდებლობაში დისკრიმინაციის ყველა სახეს, სადაც კი შევამჩნევთ დისკრიმინაციის გამოხატულებას, კვლავაც აღმოვფხვრით მას”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელმა ასევე განმარტა, რომ არ სურს დისკრიმინაცია.

“მე მსურს თანასწორობა, მაგრამ გარკვეულ მომენტში ზღვარს ვავლებ”, – დასძინა გერმანიის

image_pdfimage_print

Comments

comments