მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი ჩავარდა

გოგა ხაჩიძის  საკანონმდებლო ინიციატივა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრაზე ორჯერ დადგა. მიუხედავად ამისა  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

თავდაპირველ კენჭისყრისას პროექტს მხარი ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკითხი კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერილი იყო. ხუთივე დეპუტატი პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები იყვნენ. ამის შემდეგ კენჭისყრა განმეორებით ჩატარდა, რა დროსაც კანონპროექტის მოწინააღდეგეთა რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა, რადგან კენჭისყრის პროცესში უმრავლესობის ის წარმომადგენლები ჩაერთვნენ, რომლებიც ხაჩიძის პროექტის წინააღმდეგ გამოდიან.

კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს ცხარე კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

image_pdfimage_print

Comments

comments