თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობა ფასიანი არ გახდება – სუდაძე

თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილით მოძრაობა ფასიანი ხდება. სუდაძის თქმით ეს სქემა, სხვადასხვა ქალაქებში საცობებისგან განმუხვტის აპრობირებული მეთოდია, თუმცა თბილისის მერიაში აღნიშნული სქემა არ განხილულა.avtandil_sudadze_34774
შეგახსენებთ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ გუშინ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა, რომ საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორის არის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება.

image_pdfimage_print

Comments

comments