დავით საგანელიძე პრეზიდენტს: ვეტოს დარტყმა ნამდვილად არ არის თოხის დარტყმა

“პრეზიდენტმა დაადო ვეტო დროს და მხოლოდ ერთი თვე მოგვცა ამ კანონისთვის, რამაც მძიმე სიტუაციაში ჩაგვაგდო ჩვენც და მისი წარმომადგენლებიც. ამიტომ ძალიან სერიოზული დაფიქრება სჭირდებოდა ამ ვადის შემცირებას. ეს იყო მიზეზი იმის, რომ უმრავლესობის მხრიდან ორი ვარიანტი იყო წარმოდგენილი. ვერ მოვასწარით შეჯერება ამ კანონპროექტების. არ მიკვირს, რომ დღეს ჩვენი კოლეგები რესპუბლიკური პარტიიდან ვეტოს დაძლევასაც არ უჭერენ მხარს და არც პრეზიდენტის შენიშვნებს. არც მიკვირს, რომ ერთ-ერთ ვარიანტში “ნაციონალური მოძრაობის”, “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” მოსაზრებები დაემთხვა, ეს პარლამენტია და ამას არანაირი პოლიტიკური სარჩული და ჭორები არ სჭირდება, ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ყველაზე მეტად ის მიკვირს და ვერაფრით ვერ ავხსენი, რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა პროცესები განვითარდა ან რა შეიცვალა ისეთი, რომ ჩვენს მიერ ერთსულოვნებით, გულითადობით, სიყვარულით, ბრძოლით არჩეულმა პრეზიდენტმა შემოიტანა ის კანონპროექტი, რომელსაც არავინ მხარს არ უჭერს, ფაქტობრივად. მე ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი ამ დარბაზში, ვინც მოუწონა და ტაში დაუკრა, ვერც – გარეთ”, – განაცხადა დავით საგენელიძემ.

მისივე თქმით, მას ძალიან სწყდება გული, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტს, პრეზიდენტმა ვეტო ჰარიჰარალოდ დაადო.

“ბატონო პრეზიდენტო, ვეტოს დადება თქვენი დისკრეციაა, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მარტომ ვერ აიღეთ და გადაუნაწილეთ პასუხისმგებლობა სხვასაც, როდესაც ბრიფინგზე თქვით, რომ “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვეტოს დადებაზეო”. ასე არაა, ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენია. შენ, ჩემო პრეზიდენტო, შენ უნდა დაადო ვეტო და “თქვენ” ამ სიტყვაში არ უნდა იხმაროთ. საერთოდ ნათქვამია, რომ ვიზეც ყველაზე დიდი ამაგი გაქვს, ყველაზე მეტად გიყვარს და შეგტკივა გული. ეს უმრავლესობაც ასე ვართ, ჩვენ სხვანაირად გცემთ პატივს, ბატონო პრეზიდენტო, სხვანაირად გვიყვარხართ და ძალიან გული მწყდება, რომ ის კონტაქტი და დამოკიდებულება არ არსებობს, რომელიც უნდა იყოს და უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტი თქვენს მიერ ჰარიჰარალად ვეტო დასადები გახდა. საქმე იმაშია, რომ ვეტოს დარტყმა ნამდვილად არ არის თოხის დარტყმა. ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება ადამიანს, იქ არ უნდა ურტყა”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments