სურსათის სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საეჭვო წარმომავლობის კომპანიებთან თანამშრომლობისაგან თავი შეიკავონ

sursatiserovnulisaagento სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საეჭვო წარმომავლობის კომპანიები და პირები, ბიზნესოპერატორებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობენ და თავს სურსათის სააგენტოსთან ასოცირებულ პირებად ასაღებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, მათთან თანამშრომლობისაგან თავი შეიკავონ და სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ.
„ბოლო პერიოდში სხვადასხვა ჯგუფის მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მანიპულირება გახშირდა.
საეჭვო წარმომავლობის კომპანიები და პირები ბიზნესოპერატორებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობენ და თავს სააგენტოსთან ასოცირებულ პირებად ასაღებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, მათთან თანამშრომლობისაგან თავი შეიკავონ და ნებისმიერი პირის ვიზიტის შემთხვევაში, იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვონ ან სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლ ახორციელებს.
ნებისმიერი სხვა პირისა თუ ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისები მხოლოდ პირადი ინიციატივაა და არა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნებისმიერი საეჭვო შეთავაზების შემთხვევაში, სააგენტოს ცხელ ხაზზე – 291 91 68 დარეკონ“,-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments