პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონპროექტს მხარი ამჯერად 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინაარმდეგ კი ხმა 13-მა მისცა.
თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც ხმათა უმრავლესობით არ იქნა გაზიარებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო გუშინ დაადო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით პარლამენტმა 28 ნოემბერს დაამტკიცა. კანონპროექტს 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ დეპუტატ თინა ხიდაშელს და “თავისუფალ-დემოკრატებს”.

image_pdfimage_print

Comments

comments