კაბალში საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა

thumb ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ასლანოვების საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კომპანია “დელტამ” სპეციალური დანადგარიდან გასროლა განახორციელა.
ოჯახში არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სახლის სახურავი და კედელი. ჭურვის დაცემის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი დააზიანა.
კრიმინალისტებმა ჭურვი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით აღიძრა.

image_pdfimage_print

Comments

comments