რაულ ხაჯიმბა: ქართველებმა სიტუაცია ობიექტურად ვერ აღიქვეს

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა “როსსია 24″–ის ეთერში რამოდენიმე დღის წინ, სოჭში გაფორმებულ რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ მუქარებით ვერც აფხაზეთთან და ვერც რუსეთთან ურთიერთობას ვერ მოაგვარებს.
“ჩვენ უკვე დიდი ხანია მობილიზებულები ვართ. ასე რომ, მსგავსი ფრაზები ჩვენთვის ახალი არ არის, უკვე მივეჩვიეთ. 2008 წლის მოვლენები ის საფუძველია, რომლითაც საქართველო აფხაზეთთან ურთიერთობის სისტემის შექმნას ცდილობს. მიმაჩნია, რომ თვით საქართველომ უნდა გააცნობიეროს ის, რომ მხოლოდ მუქარებით ვერც აფხაზეთთან და ვერც რუსეთთან ურთიერთობას ვერ მოაგვარებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს შეგვიძლია წარვუდგინოთ… დღეს აფხაზეთი თავს უფრო იმედიანად გრძნობს – რუსეთთან დადებული ახალი ხელშეკრულების წყალობით ახალი რეალიები იქმნება. დოკუმენტის რატიფიცირება მალე განხორციელდებ”–განაცხადა ხაჯიმბამ.
რაულ ხაჯიმბა რკინიგზის ადგენის საკითხსაც გამოეხმაურა:
მე ვფიქრობ, რომ ქართველები ამ საკითხით პირველ რიგში თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ იმ განცხადებების ფონზე, რასაც მე სოჭში შეხვედრის შემდეგ ვისმენ, როგორც ჩანს, ქართველებმა სიტუაცია ობიექტურად ვერ აღიქვეს..

image_pdfimage_print

Comments

comments