მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული – განათლების სამინისტრო

1351067324_94193cignebi საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტრო მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ მოქმედებად აცხადებს.
სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს ყურადღებით მოეკიდონ მსგავს თემებს, რადგან მოსწავლეებთან დაკავშირებული ყველა საკითხი მეტად სენსიტიურია
,,სამწუხაროა, რომ წილკნის ახლადგახსნილ საჯარო სკოლაში პრემიერის ვიზიტისას, რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ფრაზას.
პრემიერთან საუბარში მინისტრმა ყუარდღება გაამახვილა იმაზე, რომ განსაკუთრებით ხელმოკლე ოჯახებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება უმნიშვნელოვანესია, რადგან სახელმძღვანელოების შეძენა არცთუ მცირე თანხებს უკავშირდება. შესაბამისად, მან პრემიერს განუმარტა, რომ მართალია, სახელმძღვანელოების ნაწილი ახალი, ნაწილი კი, მაღალი ქულებით არის შეფასებული, მაგრამ მთავარი ბავშვების წიგნებით უზრუნველყოფაა” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments