პრეზიდენტმა ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტი პრეზიდენტს ელექტრონული ფორმატით გადაეგზავნა. ახალი კანონი უკვე ძალაში შვიდა და “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა.
მანამდე, პარლამენტმა, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მხარი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს 82 ხმით 13–ის ხმის წინააღმდეგ დაუჭირა. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით ე.წ. ერთი გასაღები უფლებამოსილ ორგანოებს,– მეორე მოსამართლის ხელში გადადიოდა. ხოლო, ამ პროცესის მონიტორინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა განეხორციელებინა.
მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით კი, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა შემოდის, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

image_pdfimage_print

Comments

comments