,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს”

ivanishvilii-margvelashvili_PK__11_ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეტა.
“სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაესი უფლების უზრუნველყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე.” – განაცხადა მარგველაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულო შესასრულებლად. “შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს.” – დასძინა პრეზიდენტმა.

image_pdfimage_print

Comments

comments