ივანიშვილის პირადი პატიმარი ვიყავი – გათავისუფლებული უგულავას პირველი კომენტარი

1442487492                          გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ ბიძინა  სასამართლოს ეზოში პირველი კომენტარი გააკეთა.

ყოფილი მერის თქმით მისი პირადი პატიმრები კვლავ საპყრობილეში რჩებიან, რომლებსაც მალე გაათავისუფლებენ.

“ჯერ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩემთან მიმართებაშიც არ არის დამთავრებული. რადგან ის უმსგავსობა და დღევანდელი პროკურატურის ქმედება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუება, ვერ ეგუება. დღეს უბრალოდ სასამართლო იყო გამოუვალ მდგომარეობაში. მინდა აქედან მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან კარგად ვიცი, რომ მე და არა მარტო, ვიყავი მისი პირადი პატიმარი. მისი პირადი პატიმრები რჩებიან საპატიმროში და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მათაც გავათავისუფლებთ. რაც ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელი ნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემთან თუ სხვებთან მიმართებაში, ისევე როგორც მე, იყავით მზად, ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ იყვნენ მზად, ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია, ისევე როგორც იმ პირველი გზის, რომელიც გავიარე,” – განაცხადა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ გიგი უგულავამ.

image_pdfimage_print

Comments

comments