მარგველაშვილი: ივანიშვილს რეალურად აქვს გავლენა პოლიტიკაზე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უფრო ღიად უნდა ისაუბროს და უნდა თქვას, რომ მას პოლიტიკაზე გავლენა რეალურად აქვს. ამის შესახებ მარგველაშვილმა, პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით არავის აქვს უფლება ,,მოქალაქეს” ჩამოართვან ჩართულობის უფლება.
„ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, რაც ნამდვილად დემოკრატიული იყო. ამას ჩვენი უპირატესობა მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და მოქმედება დაიწყო, როგორც კერძო პირმა. ეს ძალიან საინტერესო პროცესია არა მხოლოდ საქართველოსთვის. მის ჩართულობას და შეფასებას დიდი გავლენა აქვს. როგორ შეიძლება „მოქალაქეს“ საშუალება ჩამოვართვათ, რომელსაც ცუდი არაფერი გაუკეთება, თუნდაც, ერთი სიტყვა თქვას პოლიტიკაზე. გამოსავალი არის ის, რომ ივანიშვილმა უფრო ღიად ილაპარაკოს და თქვას, რომ მას პოლიტიკაზე გავლენა რეალურად აქვს და არ უარყოს, რომ ის ამ პროცესში ჩართულია“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments