რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სუვერენულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაა–სერგეი ლავროვი

„რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სუვერენულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებით ვითარდებიან“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვის თქმით რუსეთ-აფხაზეთის, ასევე, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის პრინციპებით ვითარდება და არავის ინტერესებს არ არღვევს.“
“ურთიერთობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის და ურთიერთობა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ეს არის ურთიერთობა სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. ვითარება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით არავის ინტერსებს არ არღვევს და უნდა განიხილოთ სწორედ ამ ჭრილში. რაც შეეხება ხელშეკრულებებს, ოსეთთან და აფხაზეთთან ასეულობით ხელშეკრულება გვაქვს, ზუსტად ეს წარმოადგენს სრულფასოვანი სახელმწიფოების ურთიერთობების არსს“, – განაცხადა ლავროვმა.

image_pdfimage_print

Comments

comments