საქორწინო კაბის საუკუნოვანი ევოლუციის სამწუთიანი რგოლი ერთ დღში YouTube –ის ნამდვილ ჰიტად იქცა. კლიპის შემქმნელებმა საქორწინო კაბის მოდურ ტენდენციებში 1915–2015 წლებშიმომხდარი ცვლილებები ასახეს. სტილისტების დახმარებით მოდელი ლოლი ჰოუი თითოეული ათწლეულის პატარძლად გარდაისახა. ვიდეორგოლი მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იხილა.
ამჯერზე საპატარძლო კაბის ნიმუშად მათ გამოიყენეს მსახიობ კლარა ბოუს (1920 წწ.), ელიზაბეტ ტეილორის ( 1950წწ.), პრინცესა დიანას (1980წწ) და სხვა ცნობილი პიროვნებების საქორწინო კაბების ნიმუშები.
კომპანია Mode– ს ადრეც შეუქმნია მსგავსი კლიპები. ამა წლის ივნისში მან გადაიღო ვიდეორგოლი ქალის სილამაზის ევოლუციის შესახებ.