„უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის სემინარი“ დასრულდა

1           სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” ,,უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის” სემინარი დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშატისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

ორკვირიანი კურსის ფარგლებში მსმენელები რეგიონულ უსაფრთხოებას, თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვასა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების როლთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ. სემინარის მონაწილეები მედიასთან ურთიერთობისა და უწყებათაშორის თანამშრომლობის პრინციპებსა და სტრატეგიულ მართვასაც დაეუფლნენ.

სემინარში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო სექტორის თანამშრომლებმა, ასევე, მათმა უკრაინელმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა მიიღეს. კურსის 27-მა მონაწილემ უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის ბრიტანული გამოცდილებაც გაიზიარა.

,,უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის მართვის” სემინარი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშატისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით გაიმართა. სემინარს კრენფილდის უნივერსიტეტისა და სამხედრო აკადემიის ლექტორები უძღვებოდნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments