აფრიკაში უძველესი მეგაცუნამის კვალს მიაგნეს

1443944473_1001001780

აფრიკაში უძველესი, 300 მეტრის სიმაღლის ცუნამის ნაკავლევს მიაგნეს. ატლანტის ოკეანის სანაპიროს სტიქია დაახლოებით 73 ათასი წლის წინ დააატყდა თავს. ასეთი დასკვნები მეცნიერებმა კუნძულ სანტიაგოს შუაგულში არსებული ქვის ლოდების დათვალიერების შემდეგ გააკეთეს. მათი აზრით, ეს ლოდები აქ გიგანტურმა ცუნამმა შემოაგდო, რომელიც ჩამოშლილმა ვულკანმა გამოიწვია. ვულკანის კალდერას დამახასიათებელი კვალი ეტყობა, რომელიც  ცხადყოფს, რომ მას დაახლოებით 160 კუბური კმ–ს მოცულობის ნატეხი მოსტყდა და ატლანტიკურ ოკეანეში ჩავარდა, რაც ცუნამის მიზეზი გახდა. ამჟამად გიგანტური ნატეხი ოკეანის ფსკერზეა.

ცუნამის ტალღებმა შეცვალეს სანტიაგოს ლანდშაფტი და მის სანაპიროზე ანომალურად განლაგებული ლოდები ამოყარა. იზოტოპური ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ ეს ლოდები ვულკანური ფრაგმენტის ნაწილებია, თუმცა ნაწილებსაც ძნელად თუ ვუწოდებ მათ – ზოგიერთი ლოდის წონა 700 ტონას აღწევს.
მეცნიერების თქმით, მსგავსი კატაკლიზმები 10 ათას წელში ერთხელ ხდება, რაც არ აკნინებს მეგაცუნამის საშიშროებას. ამიტომაც მეცნიერები დიდი ყურადღებას აქცევენ მყინვარებსა და ვილკანურ კუნძულებს, რომლებიც ცუნამის წარმოქმნის მთავარი მიზეზები არიან.

image_pdfimage_print

Comments

comments