საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია პირველად ჩატარდა


საქართველოში პირველად დღეს, ინგოროყვას კლინიკაში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა. ოპერაცია იაპონელმა ქირურგმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარა.
იაპონელი პროფესორის, სუსემე ეგუჩის განცხადებით, საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, მისი ხანგრძლივობა 14 საათს შეადგენდა, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა. იაპონელი ქირურგი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.