მივესალმები იმას, რომ ძალიან ბევრი რეისი არის დანიშნული მოსკოვის მიმართულებით – კალაძე

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფრენებთან დაკავშირებით კომპანია “აირზენასა” და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართულებით დანიშნულ რეისებს მიესალმება.
“ძალიან ბევრი სხვადასხვა შეთავაზება იყო, თუმცა მორიგება ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღის წინ ვუყურებდით, რომ გამოკითხვით თბილისი არის პირველ ადგილზე საახალწლოდ სამოგზაურო ქალაქებში და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
“აირზენას” გაფიცულმა თანამშრომლებმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მეორე დღეა უკვე შვიდპუნქტიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აეროპორტის პარალიზებით იმუქრებიან.

image_pdfimage_print

Comments

comments