ქართული მხარის აგრესიული პოლიტიკა არ იცვლება. სწორედ ამან მიბიძგა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოვაწერო ახალ ხელშეკრულებას ხელი – ლეონიდ თიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალი რუსეთის ფედერაციაში შესვლის ინიციატივით გამოდის.  ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად ქართული მხარის აგრესიული პოლიტიკა არ შეცვლილა.

,,მომავალი შეთანხმება განხილულ იქნა სამრეთ ოსეთის პირდაპირი შესვლის ჭრილში. რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები იმის საშუალებას იძლევა, რომ ახალ დოკუმენტში ეს საკითხი იყოს ჩართული. არის გარკვეული საფრთხეები მათ შორის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ. მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოხდა პოლიტიკური ცვლილებები ქართული მხარის აგრესიული პოლიტიკა არ შეცვლილა. გრძელდება ქართული არმიის შეარაღება. ვფიქრობ, რომ საქართველოს აგრესიის მთავარი ობიექტები კვლავ ოსეთი და აფხაზეთი იქნებიან. აქედან გამომდინარე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვალდებული ვარ შევქმნა ისეთი გარემო, რომ ,,სამხრეთ ოსეთი” ცხოვრობდეს უსაფრთხოდ. სწორედ ამან მიბიძგა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ახალ ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი”– განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

image_pdfimage_print

Comments

comments