2008 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი რუსულმა სპეც– სამსახურებმა ააფეთქეს- Bloomberg

ამერიკული გამოცემა Bloomberg- ი 2008 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე მომხდარ დივერსიის სკანდალურ დეტალებს აქვეყნებს.გამოცემა ამერიკული სპეცსამსახურებისგან მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.
შეგახსენებთ 2008 წლის 5 აგვისტოს, ნავთობსადენის თურქულ მონაკვეთზე აფეთქების შედეგად ნავთობის ტრანსპორტირება ორი თვით შეჩერდა. თავდაპირველად აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო, გამოცემის თქმით, მაშინ შეთანხმება მოხდა რუსულ სპეცსამსახურებსა და და მათ შორის და პასუხისმგებლობა ამ გარიგების შედეგი იყო. სწორედ რუსული სპეცსამსახურები ამარაგებენ ამ მებრძოლებს იარაღით და სხვადასხვა სახის ინფორმაციით.
ბლუმბერგის მთავარი წყარო არის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც სააგენტოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული ტერაქტის შემდეგ 3 დღეში რუსეთ-საქართველოს შორის ომი დაიწყო.

image_pdfimage_print

Comments

comments