ენგურჰესი აფხაზეთს უნდა ეკუთვნოდეს – ხაჯიმბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ის, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს.
მისი თქმით ასეთი ობიექტია ენგურჰესი და დღემდე გაურკვეველია, სარგებლობს თუ არა აფხაზეთი ენგურჰესის იმ 40%-ით, რომელიც თავის დროზე მომხდარი გადანაწილებით ეკუთვნის.
„ჩვენ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, რეალურად ამ მოცულობებით ვიმუშავოთ. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ დოკუმენტები შევიმუშაოთ, რომლებიც ენგურჰესის საკუთრების საკითხებს გადაწყვეტენ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბას თქმითვე, ეს საკითხები საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ პრობლების გადაჭრა ერთხელ და სამუდამოდ შესაძლებელია.

image_pdfimage_print

Comments

comments