რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ცნობილი ადამიანების ცხოვრების დეტალებით დაინტერესებამ?

gadinokuyo    რაც უფრო შორს ვართ იდეალისგან (ახალგაზრდა, ლამაზი, შეძლებული, მომხიმბვლელი და .ა.შ)  მით  ნაკლები წონა გვაქვს  საზოგადოების თვალში. ასე ფიქრობს ადამიანთა უმეტესი ნაწილი.  ფსიქოლოგი ბრენე ბრაუნი  გვიყვება თუ რატომ მოგვწონს  ცნობილი ადამიანების ცხოვრება უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი.

დამანგრეველი, აკვიატებული იდეა, რომელიც პერფექციონიზმიდან, ანუ სრულყოფილებისკენ  სწრაფვით არის გამოწვეული,  სულიერებას გვინგრევს. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ცხოვრობენ, რას იცვამენ, ვისთან სეირნობენ და რას აჭმევენ  შინაურ ცხოველებს ცნობილი ადამიანები, რომლებიც ან გვიყვარს, ან ვერ ვიტანთ. თუ ისინი რაიმეს მიირთმევენ, ატარებენ, იძენენ ან კარგავენ – ჩვენც ასევე გვინდა ცხოვრება.  რატომ ხდება ასე?

ჩვენ მათი ცხოვრებით გვინდა ცხოვრება იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ამგვარად მივუახლოვდებით ჩვენს იდეალს, სრულყოფილებას. ამას გარდა, ,,ვარსკლავები” გვაახლოვებენ  სანუკვარ მიზანს –გამოვიყურებოდეთ  სრულიად უნაკლოდ.  ამ მცნების მნიშვნელობა კი ყველასთვის ცნობილია – ვიცით, რა სახიფათო სისულელეებს ჩადიან მოზარდები, რომ თანატოლებში ,,ყველაზე მაგარი” ადამიანის სტატუსი დაიმკვიდრონ.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში „ყველაზე მაგარის“  ყოფნის სურვილი სკოლის დამთავრების შემდეგ არსად ქრება, პირიქით. შემოსავალზე ორიენტირებულ დღევანდელ კულტურაში არსებობს მრავალმილიონიანი ინდუსტრიები, რომლებსაც აწყობთ, რომ სრულყოფილება და ზოგადად აღიარებული ფასეულობებისადმი თქვენი შესაბამისობა თქვენთვის მომხიბვლელ და მიუწვდომელ მიზნად რჩებოდეს.

ასეთი ხედვა ამახინჯებს ჩვენს რეალობას და საფრთხეს უქმნის ოჯახებს. ასეთი მიდგომა აყალიბებს ახალ, ერთფეროვან საზოგადოებას, რომელიც არ ჰგავს ძველ სამყაროს. მეზობლობაც უკვე სხვაა – არავინ არავის იცნობს და დახმარების ხელს არ გაგიწვდის. იკარგება რალური კონტაქტი. ტელეწამყვანი, რომლის ცხოვრების დეტალების თვალყურის დევნებაში დროს ხარჯავთ, არ დაგეხმარებათ თუ ერთ დღეს მანქანას ვერ დაქოქავთ. მდიდარი ბიზნესმენი საჭმელს არ მოგაწვდით, თუ თქვენი ოჯახის უფროსი სამსახურს დაკარგავს. ეს ერთგვარი ჩანაცვლებები სიმარტოვის ახალ სახეობას ქმნიან – ადამიანების სიმარტოვეს, რომლებიც ურთიერთობენ პერსონაჟებთან და არა პიროვნებებთან.

flipboard_highres

ჩვენ გამუდმებთ ვადარებთ ჩვენს ცხოვრებას ცნობილი ადამიანების ცხოვრებასთან, საათობით ვუყურებთ შოუებს, სადაც შეხვედრებისა და განშორებების გარდა არაფერია და ნებსით თუ უნებლიედ ვადარებთ მათ ცხოვრებას ჩვენს ყოველდღიურობასთან.

ჩემს გამოკვლევაში მონაწილეობდნენ ქალები და მამაკაცები, მრავალი მათგანი ამბობდა, რომ  სრცხვენიათ საკუთარი უმნიშვნელო და მოსაბეზრებელი ცხოვრების.” თითქმის ყველა მონაწილე საკუთარ ცხოვრებას პრესაში და ტელევიზიაში დანახული ცხოვრების სტილს ადარებდა. არადა იმ ,,მასმედიურ” ცხოვრებაში გაცილებით ნაკლები მრავალფეროვნებაა, ის პრობლემები – რეალური ადამიანების პრობლემები არაა. მასმედია მხოლოდ  რიგ ტიპიურ სიტუაციებს იყენებს, რომლის გაშუქება დიდ თანხას მოუტანს მათ. ხოლო ნამდვილი, რეალური და გაცილებით საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან წარმოდგენილნი,  კადრს მიღმა რჩება. ასეთნაირად ქრება ჭეშმარიტი ცხოვრების სიმდიდრე და მრავალფეროვნება.

ჩვენს ცხოვრებაში  დამკვიდრდა შიში და სირცხვილი ვიყოთ ჩვეულებრივები. ჩვენი კულტურა სათანადოდ არ აფასებს ასეთ შრომისმოყვარე მამაკაცებსა და ქალბატონებს. ძალიან ხშირად  მცნება ,,ჩვეულებრივი” უტოლდება ,,მოსაწყენს,” ან რაც უფრო საშიშია – ,,უაზროს”.

ჩვენი საკუთარი ცხოვრების გაუფასურების ერთერთი სერიოზული შედეგი იმასთან შეგუებაა, თუ რაზეა წამსვლელი ადამიანი გამორჩეული სტატუსის მისაღწევად. სპორტსმენები, რომლებიც სტეროიდებს ხმარობენ – გმირები არიან.  გვშურს კორპორაციების მეთაურების, რომლებიც მილიონობით  იღებენ ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქვეშევრდომები კარგავენ პენსიებსა და მოგების წილს.

აღნიშნული პრობლემა ჩნდება იმიტომ, რომ რაღაც მომენტში უმეტესობა იწყებს იმ მოლოდინის დაჯერებას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს, რას უნდა საქმიანობდეს და რას წარმოადგენდეს. ჩვენ გვეშინია ასეთი მოლოდინის უარყოფა, განდევნა. ვხედავთ, რომ თუ მას წინააღმდეგობას გავუწევთ, უარყოფილნი ვიქნებით საზოგადოების            მიერ. ამიტომ, სინდისის საწინაღმდეგოდ  მივდივართ, ვეგუებით ამ მოლოდინს და ეს ჩვენ ემოციურ ხაფანგად იქცევა.  ამ ციხეში დამწყვდეულებს, კი სირცხვილის გრძნობა გვდარაჯობს და თუ დანაშაულს ვაღიარებთ და  მის მავნებლობას გავაცნობიერებთ, თავისუფლებას დავიბრუნებთ.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments