თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს


1426932015_1354096313_chergoleishvili2     ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ ჩერგოლეიშვილი და ,,ტაბულას პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს.

დაკავებულები ,,გაზპრომთან”მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამართული აქციის დროს ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და პლაკატების გაკვრა აუკრძალეს.

ორგანიზაციის ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის წარმომადგენლებმა გაზპრომთან მოლაპარაკება ჯერ მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს, შემდეგ კი ოპერასთან გადაინაცვლეს. ისინი თბილისის სხვადასხვა უბანში საპროტესტო პლაკატების გაკვრას გეგმავდნენ. მათი თქმით, გაზპრომთან ურთიერთობა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის.