დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ კარენ ჩშმარიტიანს შეხვდნენ

12088212_925251050897888_679992116070840075_n        თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 16 ოქტომბერს საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ კარენ ჩშმარიტიანს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველო–სომხეთის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე განიხილეს.
შეხვედრაზე სომხეთის მინისტრმა თბილისის ,,აბრეშუმის გზის” ფორუმი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ძალიან კმაყოფილია ფორუმის მიმდინარეობით, რომელიც, მისი აზრით, ძალიან სწორ დროს და სწორ ადგილას ჩატარდა. როგორც სომხეთის მინისტრმა აღინიშნა, ჩინეთის მთავრობის თანაორგანიზებულობა შედეგის მომტანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

image_pdfimage_print

Comments

comments