ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენცია საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა ჩაშალეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენცია, დღეს, „კვირის“ პრეს-კლუბში, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა და ახალგაზრდულმა მოძრაობა „მწვანე მუშტმა“ ჩაშალეს. მათ ანთიძეს საყდრისის საქმესთან დაკავირიებით მიღებული გადაწყვეტილების გამო ბრალი დასდეს.
ხმაურiს დაწყების შემდეგ კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა შენობა მალე დატოვა. ის სხვადასხვა შეახილებით გააცილეს.
„მწვანე მუშტის“ წარმომადგენლის სალომე ჭანტურიძის განცხადებით, ნიკოლოზ ანთიძეს მასთან რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა შეხვედრა, სადაც მან თქვა, რომ ის გარანტორი იქნებოდა იმისა, რომ სანამ საყდრისის შესახებ კვლევა არ დასრულდებოდა, ის თავის თავზე აიღებდა ძეგლების ნგრევაზე პასუხისმგებლობას.
ხმაურის დაყწბამდე კი ანთიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა სააგენტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საყდრისის საქმეზე საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება. აქციის მონაწილეები საყდრისის ტერიტორიაზე განახლებული სამუშაოებს შეჩერებას და ყველა იმ პირის დასჯას და თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ, ვინც ძეგლს სტატუსი შეუცვალა.

image_pdfimage_print

Comments

comments