საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

სტრასბურგში, ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2″-ი ავრცელებს.
ევროპის სახალხო პარტიის წევრის იაცეკ სარიუჟ ვოლსკის განაცხადებით, სააკაშვილი სტრასბურგში სწორედ ევროპის სახალხო პარტიამ მიიწვია.
“ყველამ რომ იცოდეს, ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან სწორედ მისი რეფორმების და პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოვახდინოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს მოახდენს.

image_pdfimage_print

Comments

comments