,,რუსთავი2″-ს რკინის კაციც მოუნელებია და საყდრისის ოქროსგან გამომდნარ კაცსაც მოინელებს“

10151_video       ,,რუსთავი2″-ს რკინის კაციც მოუნელებია და საყდრისის ოქროსგან გამომდნარ კაცსაც მოინელებს”– განაცხადა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტვით გამოსვლისას.

როგორც ირმა ნადირაშვილი აცხადებს, ,,რუსთავი 2″ 2003 წელს ,,მომპალ” ხელისუფლებას აცილებდა და ახლანდელი ,,რუსთავი 2″ გააშუქებს დღევანდელი ,,უნიათო” ხელისუფლების ,,წაბრძანებას”:

„რუსთავი 2“ მხოლოდ ნიკა გვარამია არაა, აქ მუშაობენ პროფესიონალები, ათობით შემიძლია ჩამოვთვალო. ეს გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ზუსტად 9 საათზე თქვენ ხალხის ხმა გაიგონოთ. ეს ადამიანები 2008 წელს ტყვიების წვიმაში მუშაობდნენ. კურიერის ჟურნალსიტები 13 ივნისის ღამეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. და ხალხმა როცა ვერც მერი და ვერც პრემიერი ვერსად იპოვა, „რუსთავი 2“ იყო მათი ერთადერთი სინათლე. როცა „რუსთავი 2“ ზე საუბრობთ, აი ამ ხალხს ესაუბრეთ და არა ნიკა გვარამიას. „რუსთავი 2“ ის ისტორია გვასწავლის, რომ ტელევიზიის შევიწროება, გათიშვა, ხალხის ხმას ვერ ახშობს. 2003 წელს რუსთავი აშუქებდა თუ როგორ აცილებდა ხალხი მომპალ ხელისუფლებას, და მე დარწმუნებული ვარ, ახლანდელი „რუსთავი 2“გააშუქებს როგორ წაბრძანდებით თქვენ, უნიათოები. ,,რუსთავი 2″ ხელიუსუფლებას არ შეუქმნია, ის ქართულმა საზოგადოებამ შემქნა და აქცია პროგრესის დასავლური ღირებულებების სიმბოლოდ. ,,რუსთავი2″-ს რკინის კაციც მოუნელებია და საყდრისის ოქროსგან გამომდნარ კაცსაც მოინელებს”. განაცხადა ირამ ნადირაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments