კუბასა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა

ნახევარსაუკუნოვანი მტრული განწყობისა და ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ კუბასა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. უახლოეს მომავალში გავანასა და ვაშინგტონში ამ სახელმწიფოების საელჩოები განაახლებენ ფუნქციონირებას. ასეთი გადაწყვეტილება რაულ კასტრომ და ბარაკ ობამამ 45 – წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღს. ქვეყნის ლიდერებს შორის მსგავსი საუბარი 1961 წლიდან არ შემდგარა. ამიერიდან ამერიკის მოქალაქეებს აღარ ეკრძალებათ კუბაში გამგზავრება. ურთიერთობების აღდგენა დადებითად შეაფასა გერმანიამ და ევროკავშირმა.
AFP

image_pdfimage_print

Comments

comments