“სააკაშვილის რეჟიმი არის სადისტური რეჟიმი, რომელიც სასტიკად აწამებდა მოსახლეობას”

11(1)      ,, სააკაშვილის რეჟიმი არის სადისტური რეჟიმი, რომელიც ასე სასტიკად აწამებდა მოსახლეობას,” ასე გამოეხმაურა  საქართველოს პრემიერ–მინისტრი უკრაინული პორტალის მიერ საქართველოში მამაკაცის წამების და გაუპატიურების ამსახველი კადრების გავრცელებას.

პრემიერ– მინისტრის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, თუ ვის მიერ და როგორ მოხდა აღნიშნული კადრების გავრცელება.
“ეს ის კადრებია, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი. მე ვიყავი მინისტრი, როცა ეს ძალიან მძიმე დანაშაული გამოვიძიეთ და ეს საქმე ოპერატიულად გავხსენით. ყველა დამნაშავე იქნა დასჯილი, ყველა ზის ციხეში და მისჯილი აქვს 9-12 წელი. მე მესმის, რომ საზოგადოებისთვის ძნელი საყურებელია ეს ვიდეოები, გამოძიება დაადგენს როგორ მოხდა ამ კადრების გავრცელება, თუმცა, მარტივი საფიქრალია, რომ ამ კადრების ასლები არსებობდა და ბევრი ვერსია ვრცელდება, თუ როგორ გავრცელდა. სააკაშვილის რეჟიმი არის სადისტური რეჟიმი, რომელიც ასე სასტიკად აწამებდა მოსახლეობას. ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ქვეყნის მართავზე პრეტენზიას აცხადებენ, ვერ აცნობიერებენ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ქართველმა ხალხმა, მათ 2012 წლის 1 ოქტომბერს, განაჩენი გამოუტანა. გუშინდელი კადრები იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, ადამიანებს აწამებდნენ, უსწორდებოდნენ და ენით აღუწერელია ის ყოველივე, რაც ჩვენ ვიხილეთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

image_pdfimage_print

Comments

comments