ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციას მხარი 638 დეპუტატიდან 491 –მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი – 84 დეპუტატი წავიდა, 63-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში სავარაუდოდ, რჩება მე-11 პუნქტი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ კრიტიკას ითვალისწინებს.
მე-11 პუნქტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად სცეს პატივი. ამავე პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით ევროპარლამენტი გმობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას და მას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ასევე უცვლელია რეზოლუციის პროექტის მე-15 პუნქტის ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოტენციურ გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
ევროპარლამენმა ასევე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

image_pdfimage_print

Comments

comments