ლისაბონის „გრასას“ ტაძარში განთავსებული ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ასლი საქართველოშია

12119048_10153063222800899_7397560925000030684_n   ლისაბონის „გრასას“ ტაძარში განთავსებული ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ასლი საქართველოშია. აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა პორტუგალიაში საქართველოს საელჩოსა და „შატო მუხრანის“ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.
18 ოქტომბერს, “შატო მუხრანში” რთველი გაიმართა, ამავე დღეს საზეიმოდ გაიხსნა წმ. ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელიც ქალაქ ლისაბონში, “დაგრასას” მონასტერში დაცული გრავიურის ზუსტი ასლია. დამზადებულია იმდროინდელი ტრადიციული ტექნოლოგიით, ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით.
პანოს ორიგინალი პორტუგალიელმა ოსტატებმა XVII საუკუნის მიწურულს, კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შექმნეს. სხვადასხვა დროს პანოს აღმოჩენასა და შესწავლაში დიდი როლი შეასრულეს ქართველმა მეცნიერებმა და სასულიერო პირებმა. პანოს ასლის დამზადება და მისი საქართველოში ჩამოტანა უზრუნველყვეს საქართველოს ელჩმა პორტუგალიაში გ. გორგილაძემ და „შატო მუხრანის“ დამფუძნებლებმა: ფრედერიკ პოლსენმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments