70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ელ.ენერგიის გადასახადისთვის კომპენსაციას მიიღებენ

----------------------------------------------------------------------70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ელ.ენერგიის გადასახადისთვის კომპენსაციას მიიღებენ
თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახები, ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით ოქტომბერში წარმოქმნილი ხარჯების კომპენსირების მიზნით, 21 ოქტომბრიდან, თბილისის მერიისგან დამატებით ფულად დახმარებას მიიღებენ.

ოჯახებს რომელთა სარეიტინგო ქულა თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-ს არ აღემატება, თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. დღეისათვის დედაქალაქში ასეთი 35 415 ოჯახია და მთლიანობაში მათ დამატებითი ფულადი დახმარების სახით 424 980 ათასი ლარი ჩაერიცხებათ.

აღნიშნული კომპენსაციის გარდა, თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახები, ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური ხარჯებისთვის მიიღებენ დახმარებას თვეში 100 ლარის ოდენობით, როგორც ეს მიმდინარე წლის იანვარ-მარტში განხორციელდა.

image_pdfimage_print

Comments

comments