ცხინვალი მთლიანად რუსეთის ფინანსების და პოლიტიკის ზეგავლენის ქვეშაა… ეს ხელშეკრულება ოსი ხალხის ინტერესებში არ შედის – სანაკოევი

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვნელის დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ცხინვალში ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ცხნივალში გადაწყვეტილებებს დამუკიდებლად ვერ იღებენ.
„ეს ხელშეკრულება ოსი ხალხის ინტერესებში არ შედის. ბოლო დროს ვნახეთ, რომ ცხინვალმა თავისუფლება ვერ მოიპოვა. ცხინვალი მთლიანად რუსეთის ფინანსების და პოლიტიკის ზეგავლენის ქვეშაა“,-განაცხადა სანაკოევმა.
ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. პარტნიორობის შეთანხმება 2015 წლის იანვრის ბოლომდე სრული სახით მზად იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.

image_pdfimage_print

Comments

comments