ჩონჩხების ტბა, რომელიც იდუმალებით მოცულ ისტორიას ინახავს

ჩონჩხების ტბა             ინდოეთში არსებოს ტბა რუკპუნდი, რომელიც მთის ორ ფერდობს შორის მდებარეობს. ყინულის დნობის პერიოდში ტბა ყოველწლიურად  უამრავ ძვალს რიყავს. პირველად ამ საშინელი აღმოჩენის შესახებ მე–19 საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი. მაშინ მკვლევარებმა ჩათვალეს, რომ იაპონელი ჯარისკაცების გვამები იყო, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არ შეიძლება ასე ყოფილიყო, რადგან ძვლები გაცილებით ძველ ხანას მიეკუთვნებიან. შემდეგი ვერსიის მიხედვით, ეს გენერალ ზოროვარ სინგხის და მისი ჯარისკაცების ნეშტი იყო, რომლებიც 1841 წელს ტიბეტის ბრძოლის შემდეგ ბრუნდებოდნენ, გზა აებნათ და ჰიმალაებში დაიხოცნენ.

რადიონახშირწყლოვანმა ანალიზმა უფრო საინტერესო შედეგები აჩვენა: ჩონჩხები დაახლოებით 850 წელს მიეკუთვნებიან, თავის ქალებზე აღმოჩენილი ბზარები კი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ისინი მძიმე მრგვალი ნივთით მიყენებული დარტყმისგან გაჩნდნენ. სავარაუდოდ ისინი ძლიერი სეტყვის ან ქვათაცვენისგან გარდაიცვალნენ. იმის გამო, რომ ტბა ერთ–ერთი საკულტო ცენტრის ნანდა დევის მახლობლად მდებარეობს, იმასაც ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილები მომლოცველები იყვნენ, რომლებმაც წყლის პირას ჩამოსვლა გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად გაუარესებულმა ამინდმა მთის ფერდობების სამუდამო ტყვეებად აქცია. დროთა განმავლობაში მომატებულმა წყლის დონემ კი თანდათან დაფარა გვამები.
http://oko-planet.su

image_pdfimage_print

Comments

comments