რუსული ნავთობგიგანტი ქართულ ბაზარზე შემოდის

რუსული ნავთობგიგანტი „როსნეფტი“ Petrocas Energy Group–ის 49%–ს ყიდულობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ინტეფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Petrocas Energy Group დაკავებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობით და გადაზიდვით. ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში და ფოთის პორტის ორ ნავთობტერმინალს .
“როსნეფტის” ინტერესის ძირითად საგანს სწორედ ფოთის პორტი წარმოადგენს, როგორც სომხეთის საწვავით უზრუნველყოფის საშუალებაა.
რუსული ნავთობგიგანტის მიერ ფოთის ტერმინალით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა.
“როსნეფტის” ინფორმაციით, კომპანიამ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში “როსნეფტის” პროექტების რეალიზაციის მიზნით.
“ამ გარიგებით “როსნეფტი” საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ არსებობას ამიერკავკასიაში, გაზრდის საქმიანობის გეოგრაფიას”, – ნათქვამია “როსნეფტის” განცხადებაში.
“როსნეფტის” ოფიციალურ ვებგვერდის მიხედვით, დავით იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ეს გარიგება “პეტროკასის” წარმატების კიდევ ერთი დასტურია.

image_pdfimage_print

Comments

comments