ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი2“-ის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიამ ამ საკითხის პოლიტიზირება მოახერხა. ყოფილი პრემიერი “რუსთავი 2”-ს ტელეკომპანია “რეალ TV”-ს ადარებს და ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კუთვნილებად მიაჩნია.
„აჟიოტაჟი არის ძალიან დიდი, მაგრამ მოსახლეობას შევახსენებ რეალობას. დვალი და ხალვაში ბრძოლობენ წართმეულ ქონებაზე, მეორე მხარეს არის გვარამია და ნაციონალური მოძრაობა მეპატრონეები – ყარამანიშვილები ბოლოს მოქოქეს, მაგრამ მაინც ვერ მოქოქეს. კარაგად ჩანს, რაც ხდება და როგორც ხდება. პარალელურად დავა მიდის „მაესტროშიც“, რატომღაც ესეთი აჟიოტაჟი არაა.”– განაცხადა ივანიშილმა.
მან აღნიშნა, რომ დვალი და აქიმიძე არიან დამფუძნებლები ამ ტელევიზიის, მათ მოექცნენ ძალიან უხეშად და წაართვეს ტელევიზია, შემდგომ ხალვაშსაც წაართვეს არამარტო ტელევიზია, არამედ მას დაუწვეს ყველაფერი.
“გავიხსენოთ რა კავშირი აქვს გვარამიას “რუსთავი 2”-თან – ის გახლდათ მთავარი პროკურორის მოადგილე და ა.შ. საზოგადოებამ ეს იცის, მაგრამ საჭიროა პროცესების ანალიზი ღრმად გავაკეთოთ. პირობითად, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საზოგადოება 2 ნაწილად არის გახლეჩილი. არსებობენ ადამიანები, რომელიც არცერთს ემხრობიან, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. ძალინ დიდი ნაწილი საზოგადოების არის აღშფოთებული ამ ცინიზმის პიკით, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს გამოდის და ის, რაც ხდება და როგორც უნდა ხდებოდეს პროცესი სასამართლოში, მოახერხეს და გადმოიტანეს და წაიყვანეს სხვა მიმართულებით ეს თემა, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დაცვა.
გვარამია გახლავთ ამის ეტალონი და “რუსთავი 2″-მა თუ მესაკუთრე შეიცვალა და ეს არ იქნება, პირობითად რომ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა, თუ მათ არ მართეს ეს ტელევიზია, მაშინ საქართველოს საშინელება ემუქრება, თავისუფალი სიტყვის და მედიის ზღვარი გადის აქ” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა “რუსთავი 2”-ს ტელეკომპანია “რეალ TV”-ს შეადარა.
“რეალ TV”-ით მოვიგეთ. “რეალ TV” ყველაზე მეტს მეხმარებოდა. დღევანდელი “რუსთავი 2” “რეალ TV”-სგან არაფრით განსხვავედება, აჟიტირებულია. რაც უფრო დიდხანს მოიხმარს “რუსთავი 2″ -ს ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო მეტს წავა ზემოთ და არა – ქვემოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.