“უმეტესობამ არც იცის, რომ ზებრა – გადასასვლელზე გზის არდათმობა 20 ლარით ჯარიმდება”

traffic-jam

ქალაქში მოძრაობის წესები ჯერ კიდევ ძველ რომში, იულიუს ცეზარმა დააწესა. მისი ბრძანების თანახმად, რომის ზოგიერთ ქუჩაში ცალმხრივი მოძრაობა შემოიღეს. სამუშაო დღის დამთავრებამდე  აკრძალული იყო კერძო ეტლების და ეკიპაჟების გავლა. ქალაქში ჩამოსულებს ტრანსპორტი ქალქგარეთ უნდა დაეტოვებინათ და რომში ფეხით ევლოთ ან პალანკინი დაექირავებინათ.  რომის იმპერიის გზებზე მარცხენამხრიანი მოძრაობა იყო მიღებული, რათა მარჯვენა (შეიარაღებული) ხელი თავისუფალი ყოფილიყო. წესრიგის დასაცავად საგანგებო სამსახურიც შეიქმნა, რომელშიც ძირითადად ყოფილი მონები მსახურობდნენ. მათ ძრითად მოვალეობას სატრანსპორტო საშუალებების  მეპატრონეთა  შორის კონფლიქტების და ჩხუბის თავიდან აცილება წარმოადგენდა . თუმცა მრავალი გზაჯვარედინი რომში მაინც უკონტროლო რჩებოდა. ხოლო დიდებულებს ქალაქში შეუფერხებელი გაადგილების უზრუნველყოფა შეეძლოთ – ეტლის წინ შიკრიკს აგზავნიდნენ, რომელიც ბატონისთვის გზას ანთავისუფლებდა.

ძველ რომთან შედარებით დღევანდელ თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა მეტად გადატვირთულია, თუმცა მაინც მოუწესრიგებელი. ყოველწლიურად საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მრავალი ადამიანი  სხვადასხვა სახის  ტრავმას იღებს. საგზაო მოძრაობის წესრიგის დაცვა და შესაბამისი რეგულაციების შემოღება ქვეყანაში  არა მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს, არამედ მგზავრთა და ქვეითთა ტრავმირების რიცხვს და შემდგომი მკურნალობის ხარჯებს შეამცირებს.

გელა კვაშილავა

გზების და სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების გარდა პრევენციის ერთერთი ზომა  სიჩქარის შეზღუდვა და ჯარიმის ოდენობის გაზრდაა, მიაჩნია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელს, ექსპერტს  გელა კვაშილვას.

„ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენცია მეტად ეკონომიურია, ვიდრე შემდგომი ხარჯები. სამწუხაროდ, 2014 წელს შეამცირეს სიჩქარის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა, არადა ძირითდად ამ წესის დარღვევის გამო იღუპება უამრავი ახალგაზრდა ადამიანი.

რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საგზაო მოძრაობის მოწესრიგება მხოლოდ ერთი რომელიმე ინსტიტუტის მოსაგვარებელი საქმეა. საჭიროა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი, კოორდინირებული  მუშაობა. გამართული უნდა იყოს გზების და მოძრაობის სისტემა, უნდა დაწესდეს შეზღუდვები  სიჩქარეზე, დროული უნდა იყოს სამედიცინო დახმარება და ოპერატიულად უნდა მუშაობდეს საპატრულო პოლიცია. უნდა შეიცვალოს მიდგომა ქალაქის დაგეგმარების,  ქვეითის  გადაადგილებისა და მოძრაობის წესრიგის დაცვის მიმართ. მაგალითად, სომხეთში მოახერხეს ამ პრობლემის მოგვარება. მათ ჩაატარეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა  ყველა ინსტანციურ დონეზე – როგორც წესების დამრღვევ მძღოლებში,  ასევე ქვეითებში.“ – განმარტავს გელა კვაშილავა.

მისი თქმით, საგზაო მოძრაობის წესრიგი მხოლოდ ერთი რომელიმე ბერკეტით, მაგალითად, დაჯარიმებით ვერ მოგვარდება.  პერიოდულად უნდა ტარდებოდეს  საგანმანათლებლო  კამპანიები საზოგადოებაში მოძრაობის წესების დაცვის შესახებ  ცოდნის ასამაღლებლად.

„ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან არსი გზის არდათმობა – როგორც მძღოლებში, ასევე ქვეითებში. უმეტესად  ეს ზებრა –გადასავლელებზე გზის გადაკვეთისას  გამოიხატება. სხვათაშორის, მძღოლების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ზებრა – გადასასვლელზე  ქვეითისთვის გზის არდათმობა ჯარიმდება 20 ლარით. ასევე  ქვეითიც ჯარიმდება, თუ გზას არასწორ ადგილზე გადადის. გზა ყველას ეკუთვნის, მაგრამ მასზე მოძრაობის კანონებიც ყველამ უნდა დაიცვას.“ – ამბობს გელა კვაშლავა – „საჯარიმო სანქციებს რაც შეეეხება, საზოგადოებამ უნდა მკაფიოდ გააცნობიეროს, რომ ჯარიმა  არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ზომაა, არამედ – უპირველეს ყოვლისა – დასჯის და პრევენციის ზომა, რადგან საკითხი  ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ქალაქის პირობებში ქვეითი ყველაზე დაუცველ მდგომარეობაშია, ამიტომ მას უპირატესობა უნდა მიენიჭოს. ქალაქის მოძრაობას არ უნდა ვუყურებდეთ მხოლოდ მძღოლის გადასახედიდან. ქვეითებისთვის  უსაფრთხო გადაადგილება  უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საუბარი არა მხოლოდ შუქნიშნებზეა. როგორც  საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს,  ყველაზე გამართლებული ვარიანტი ურბანულ პირობებში მიწისქვეშა გადასავლელები და  ე.წ. უსფრთხოების  კუნძულებია.„

1d9i7

ექსპერტის განმარტებით, სატრანსპორტო მოძრაობას ქალაქში ასევე მომრავლებული ავტომანქანების, მათ შორის მარცხენასაჭიანი მანქანების რაოდენობაც ართულებს. ამას   გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობაც ემატება. ავტოსაგზაო შემთხვის შედეგად საქართველოში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება ან მძიმე დაზიანებებს იღებს. როდესაც მანქანა 30 კმ/ს სიჩქარით ეჯახება ქვეითს, მისი  გადარჩენის შანსი დიდია, ხოლო 50 კმ/ს მეტი სიჩქარით მომხდარი ავტოავარიაში მოყოლილთა  80% გადარჩნა ვერ ხერხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძროაბის მოსაწესრიგებლად და საზოგადოებაში ცოდნის დონის ასამაღლებლად ბევრი ნაბიჯია გადადგმული; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან  რამოდენიმე სხვა ორგანიაცია თანამშრომლობს და სულ ახლახანს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც  გვქონდა შეხვედრა, სადაც გარკვეული  სტრატეგიები განვიხილეთ,  კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ეს უკვე სახელმწიფოს  პრეროგატივაა და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მთავრობა სათანადო ყურადღებას მიაქცევს.“ – აცხადებს გელა კვაშილავა.

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments