“ლებენსბორნი”: სად არიან ნაცისტების მიერ გატაცებული ბავშვები

ნაცისტურ გერმანიაში “წმიდა არიული სისხლის”  საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რაიხსფიურერ გენრიხ გიმლერმა “გადასახლების და რასის ბიურო” შექმნა, რომლის მიზანს  “ჭეშმარიტი გერმანელების” დაოჯახების   კონტროლი წარმოადგენდა.  ბიუროს დადგენილების აღსრულება სავალდებულო იყო. ასე, იკრძალებოდა ქორწინება, თუ რომელიმე მხარე გენეტიკური დაავადების მატარებელი იყო. თუ სს–ის ოფიცერს ქორწინება სურდა, ცნობა უნდა წარმოედგინა, რომ მისი და  მომავალი მეუღლის წინაპრები   1750 წლიდან  მოყოლებული “წმიდა არიოგერმანელები” იყვნენ. გიმლერი ამტკიცებდა :”120 წლის შემდეგ ყველა გერმანელი წმიდა სისხლის არიელი იქნება!”.  ამ იდეის განსახორციელებლად ნაცისტები სახიფათო გენეტიკურ ცდებსაც ატარებდნენ და მიზნის მისაღწევად ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ. მათი ყურადღება საქართველომაც მიიპყრო. ნაცისტური გერმანიის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  რიწის ტბასთან ახლომდებარე წყაროს წყლის შემადგენლობა  იდეალურია ადამიანური სისხლის პლაზმის შესაქმნელად. ხელოვნური პლაზმა გერმანელებს „ჭეშმარიტი არიელი ბავშვების“ აღზრდისთვის სჭირდებოდათ.

hitler-with-nice-aryan-children-photo-u1

 

ორგანიზაცია “ლებენსბორნი” ( “სიცოცხლის წყარო”) 1935 წელს დაარსდა გერმანიაში რაიხსფიურერ გენრიხ გიმლერის   ბრძანებით. თავდაპირველად ეს იყო ბავშვთა თავშესაფრების ქსელი, სადაც გერმანელ ქალებს შეეძლოთ ჩაებარებინათ თავისი უკანონოდ დაბადებული შვილები. გიმლერის თქმით, “ლებენსბორნი” იყო სხვა არაფერი, თუ არა “იდეალური ნორდული რასის შექმნის ფაბრიკა”, რომლითაც უნდა დასახლებულიყო სსრკ-ს, ჩეხეთის, პოლონეთის ტერიტორიები…

949b64caab93971f0b23b69f9d7
1940 წლიდან “ლებენსბორნის” ფუნქციები გაფართოვდა – ორგანიზაციამ თავისი პუნქტები დაპყრობილ ქვეყნების ტერიტორიებზე გახსნა: 10 ნორვეგიაში, 3 პოლონეთში, 3 დანიაში, თითო ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში. სსრკ-ში ოფიციალურად არც ერთი პუნქტი არ მუშაობდა, თუმცა ნიურნბერგის პროცესსზე და ასევე სს-ის შტანდარტფურერის მაქს ზოლმანის ინტერვიუებში შოკისმომგვრელი ინფორმაცია ამოტივტივდა. გაირკვა, რომ სსრკ-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან (დღევანდელი რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია) 3- წლამდე ასაკის 5 დან 50 (!) ათას ბავშვამდე წაართვეს მშობლებს და “ლებენსბორნს გადასცეს”. ამ ფაქტს ასობით მოწმეც ადასტურებს.

bcf9c3b33c
გერლინდა სვილენი, ასოციაცია “ომში დაბადებულნი -ს” პრეს-მდივანი აღნიშნავს, რომ უამრავი რუსი და უკრაინელი ბავშვი გატაცებულ იქნა “ლებენსბორნის” თავშესაფრისთვის: ”თუ დედა-მამა წინააღმდეგობას უწევდნენ ფაშისტებს, მათ კლავდნენ ბავშვის თვალწინ”. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გატაცებული ბავშვების მხოლოდ მეოთხედი დაბრუნდა სამშობლოშმი, დანარჩენები კი უბრალოდ გაიფანტნენ გერმანიის ტერიტორიაზე, მათი კვალი დაკარგულია. 1945 წლის 28 აპრილს, სანამ ამერიკული ჯარი შევიდოდა მიუნქენში, “ლებენსბორნის “ არქივი გაანადგურეს მისმა თანამშრომლებმა (ერთი ვერსიით დაწვეს, მეორე ვერსიით – მდინარეში გადაყარეს). ამრიგად, უმრავი გატაცებული ბავშვის პირადი საქმეც დაიკარგა.

fa
სლავური ბავშვები “ლებენსბორნში” სახელის დარქმევის განსაკუთრებულ პროცედურას გადიოდნენ. ბავშვს ხელში სს-ის ოფიცერი იკავებდა ფარნებით, სვასტიკითა და ჰიტლერის სურათით მორთული საკურთხევლის წინ და მას ძველგერმანული სახელი ეძლეოდა – ზიგფრიდი, ეტელვოლფი და ა. შ. შემდეგ იწყებოდა “გერმანიზაციის” პროცესი. ბავშვებს აძლევდნენ სავსებით ახალ საბუთებს, სადაც ეწერა, რომ ესენი იყვნენ დაღუპულ ჯარისკაცთა შვილები, რომლებიც “დიადი გერმანიისა და ფიურერისთვის იბრძოდნენ”. შემდეგ ბავშვებს გერმანულ ენას ასწავლიდნენ: თუ ბავშვი ერთ სიტყვას მაინც იტყოდა მშობლიურ ენაზე, სასტიკად სცემდნენ. თუმცა ძალიან კარგად აჭმევდნენ და აცმევდნენ, მაგრამ ყოველთვის ხაზსს უსვამდნენნ: ”ეს იმიტომ, რომ ახლა არიულ რასას ეკუთვნი. გინდა სანაგვეზე იკვებო? ასე მოგიწევს, თუ საკუთარ ბედნიერებას არ დააფასებ.”

dd16cc9ff3153588b860fe165cc0fe9a
ბავშვების “გერმანიზაციის” პროცესი 3-4 თვე გრძელდებოდა, რის შემდეგაც ბავშვი მზად იყო გაშვილებისთვის. როგორც წესი, ბავშვების სლავური წარმოშობა გასაიდუმლოებული იყო და მშვილობელმა იშვიათად თუ იცოდა “ობლის” ეროვნება. უმეტესობა დარწმუნებული იყო , რომ ბავშვის ძარღვებში “წმიდა არიული სისხლი” ჩქეფდა. სს-ის ინსპექტორები რეგულარულად ამოწმებდნენ ოჯახებს იმის თაობაზე, არიული სულისკვეთებით ზრდიდნენ ბავშვს თუ არა.

ttt
ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ათასობით სლავური ბავშვი ამერიკული ოკუპაციის ზონაში აღმოჩნდა. ამერიკელებს ბავშვების პირადი საქმეების მხოლოდ 10 პროცენტი ჩაუვარდა ხელში. 1947 წელს აშშ-ს გამომძიებლებმა ბავშვების გარკვეული რაოდენობა დაკითხეს, რათა გაეგოთ, სურდათ თუ არა მათ სამშობლოში დაბრუნება. ბავშვების ნაწილს საერთოდ დაჰვიწყებია მშობლიური ენა და თავი გერმანელებად მიაჩნდათ, მშვილობელ ოჯახს შეეჩვივნენ და დაბრუნება აშინებდათ. სხვები “გერმანიზაციით” იყვნენ დაშინებულნი – “ლებენსბორნმა” მაგრად ჩაუნერგა აზრი, რომ არიელად ყოფნა ამქვეყნად საუკეთესო საქმეა. სხვათა შორის არც ამერიკელებს ამოძრავებდა დიდი სურვილი კომუნისტების დახმარებისა და ამიტომ ეს საქმეც მალე ჩაიფარცხლდა. პროფესორი ჰაინც ვირსტის თქმით, დღესდღეობით ნაცისტების მიერ პოლონეთიდან და საბჭოთა კავშირიდან გაყვანილიი 13, 517 ბავშვი ძებნაში იმყოფება. დღეს გერმანიაში რუსი და პოლონელი ბავშვების ასობით ათასი შთამომავალი ცხოვრობს და აზრზეც არ არის საკუთარი წარმოშობის ისტორიის შესახებ.

www.aif.ru

image_pdfimage_print

Comments

comments