დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის განხილვას იწყებს. პროექტზე ფრაქციებისა და კომისიების სხდომებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც მას საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.
ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას, მათი თქმით თბილისის ბიუჯეტი დედაქალაქის მაცხოვრებლების მოთხოვნებს არ პასუხობს, ოპოზიციის განცხადებით მათ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოთხოვნები მერიამ არც შესწორებულ ვარიანტში არ გაითვალისწინა.
უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ეს ბიუჯეტი ქალაქის საჭიროებებს ასახავს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ განხილვის პროცესში ბიუჯეტში ცვლილებები ისევ შევიდეს.
თბილისის მერიამ ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს 10 დეკემბერს გადაუგზავნა.