საართველოს პრეზიდენტი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბელვიუს სასახლეში გაიმართება. მოგვიანებით, პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

„ფაქტობრივად მთელი სპექტრი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური საკითხები იქნა განხილული. რა საკვირველია ეს ინტენსივობა, რომელიც არსებობს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში, თავის შედეგს გამოიღებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება, ქალბატონ ფედერალურ კანცლერთან და ფედერალურ პრეზიდენტთან,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში, ნატოს ვარშავის სამიტზე ისაუბრებს.

საქართველოს პრეზიდენტი უკვე გამოვიდა სიტყვით კონრად ადენაუერის ფონდში, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ასევე ვიზალიბერალიზაციაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე.

პრეზიდენტის გამოსვლას დიპლომატები, ექსპერტები და გერმანიაში მცხოვრები სტუდენტები დაესწრნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments