“სულხანს სიცოცხლის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მის მიმართ სამართლიანობა აღდგებოდა”

„ნიკა რურუასნაირი ადამიანები სულხან მოლაშვილზე ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ, ეს უბრალოდ სირცხვილია”, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეგობარმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

“ამ სისტემურმა დანაშაულმა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდანა , სულხანის თავზე გადაიარა. მასზე გამოსცადეს ყველაფერი ის სისაძაგლე, რაც შეიძლება გაეკეთებინათ, მიჩენილი პატიმრებიდან დაწყებული, რომლებიც საშინელებებს აკეთებდნენ, ყველაფერი. სულხანი საღსალამათი შევიდა ციხეში, იქედან კი C ჰეპატიტით დაავადებული და დანგრეული ფსიქიკით გამოვიდა.

ნიკა რურუასნაირი ადამიანები სულხან მოლაშვილზე ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ, ეს უბრალოდ სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც სულხანზე იტყვი, რომ ნაწამები არ იყო. სირცხვილია, როდესაც ამბობ სულხანი არა, მაგრამ ვანო მერაბიშვილია პოლიტპატიმარი. სულხანს სიცოცხლის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მის მიმართ სამართლიანობა აღდგებოდა. სულხანს, მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს.” – განაცხადა დავით მირცხულავამ.

გუშინ  დილით, პარიზში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა.  მოლაშვილს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დაუმძიმდა, რის გამოც პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებულიგარდაცვლილის ძმის,  თორნიკე მოლაშვილის  განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა და 4 დღის განმავლობაში ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა.

სულხან მოლაშვილი  1996 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვან  სახელმწიფო მრჩეველად მუშაობდა, იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.   2004 წლის აპრილში დააპატიმრეს და სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ცნეს დამნაშავედ.  2008 წლის იანვარში მოლაშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.მისი საქმე გასაჩივრებული იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments